იტალიის სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა.
როგორც მან „ინტერი“ – „ლაციოს“ მატჩის შემდეგ თქვა, იტალიის თასის ფინალი ჩემპიონთა ლიგის ფინალის დონეზე დგას, როგორც ღონისძიება, რომელიც გულშემატკივარს სანახაობას სთავაზობს:
"იტალიის თასის ფინალის ღონისძიება დროთა განმავლობაში გაიზარდა და ახლა, ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი ფინალის დონეზე დგას. თასის ფინალი გულშემატკივარს საშუალებას აძლევს ისიამოვნონ სანახაობით, რომელიც მატჩამდე საათნახევრით ადრე იწყება და სულ უფრო ლამაზი დაჯილდოების ცერემონიით მთავრდება. ეს ჩვენი ფეხბურთის სიჯანსაღის კიდევ ერთი ნიშანია“, - აღნიშნა დე სიერვომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალში „ინტერმა“ „ლაციო“ 2:0 დაამარცხა. და მაინც, კოპა იტალიის ფინალის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან გაიგივება, ძალზე უცნაური განცხადებაა...





