ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში „ბარსელონა“ „გრანადას“ ესტუმრა, რომელიც 101:98 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა.
„ბარსელონა“ 22 მოგებით და 9 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში 17 მაისს, გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ ესტუმრება.







