ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს მერვედფინალში გამოეთიშა. ქართველმა რეიტინგის მე-14 ნომერ ანდრეი რუბლევთან ბოლომდე იბრძოლა, მოგებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა.
ბასილაშვილმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველი სეტი დამაჯერებლად 6:3 მოიგო. მეორე სეტი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც რუსმა 7:5 იმარჯვა. არადა, ეს სეტი ბასილაშვილს რომ მოეგო, თამაშსაც მოიგებდა.
აი, მესამე სეტში კი, ბასილაშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და პრაქტიკულად უშანსოდ, 2:6 დამარცხდა. საბოლოოდ, 2 საათსა და 15 წუთში, ნიკოლოზმა 6:3, 6:7, 2:6 წააგო. ქართველმა რუბლევთან 39 ვინერსი მიითვალა და 52 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მას ასევე ჰქონდა 7 ეისი და 10 ორმაგი შეცდომა.
ბასილაშვილმა რომის მასტერსზე ჯერ ორი მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიგო, შემდეგ ძირითად ბადეში სამი გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, რეიტინგის მეექვსე ნომერ ბენ შელტოთან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 117-ე ნომერია, მაგრამ რომის მასტერსის შემდეგ გარკვეული წინსვლა ექნება.







