საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ბოლო მატჩი თბილისში გაიმართა, სადაც "დინამო თბილისმა" "რუსთავი" უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 დაამარცხა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა კარგი სანახაობა იხილა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, სადაც გუნდებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს. ანგარიში პირველსავე წუთზე გაიხსნა, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავი იორომ გამოიჩინა და "დინამო" დააწინაურა. 24-ე წუთზე "რუსთავმა" ანგარიში ნაკანოს ლამაზი თავურით გაათანაბრა. 37-ე წუთზე მონტეიროს გოლით ქეცბაიას გუნდი კვლავ წინ გავიდა, თუმცა 3 წუთში ნომინალურმა მასპინძლებმა გათანაბრება კიდევ მოახერხეს და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ 2:2.
მეორე ტაიმის სტარტიც ძალიან კარგი გამოვიდა და 10 წუთში "დინამო" ვაწაძის მაკრატელა დარტყმით კვლავ დაწინაურდა და როგორც შემდეგ გაირკვა ყველაფერი ამ გოლმა გადაწყვიტა. თემურ ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
12 ტურის შემდეგ "დინამო" 18 ქულას აგროვებს და მეოთხე ადგილზე აინაცვლა, ხოლო "რუსთავი" 19 ქულიტ მეორე ადგილზეა.
გოლები: 0:1 იორო (1), 1:1 ნაკანო (24), 1:2 მონტეირო (37), 2:2 ჯექსონ კენიო (40), 2:3 ვაწაძე (55).





