ფეხბურთი

10:28 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ MLS-ის რეკორდი დაამყარა

MLS-ში „ინტერ მაიამიმ“ „ტორონტო“ სტუმრად 4:2 დაამარცხა, ლიონელ მესი კი გოლით და ორი საგოლე პასით გამოირჩა.

პირველ ტაიმში ანგარიში როდრიგო დე პაულმა გახსნა, მეორე ნახევარში მესის პასებით ლუის სუარესმა და სერხიო რეგილონმა გაიტანეს, ხოლო 75-ე წუთზე ლეომაც შეძლო თავის გამოჩენა და ანგარიში 4:0 გახადა. „ტორონტომ“ შემდეგ ორჯერ გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

მესიმ რეკორდიც დაამყარა: MLS-ის ისტორიაში ყველაზე ცოტა მატჩი დასჭირდა 100 საგოლე მოქმედებისთვის - 59 გოლი და 41 საგოლე პასი. არგენტინელმა სებასტიან ჯოვინკოს რეკორდი მოხსნა.

„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 მაისს, „სინსინატის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167442