„ინტერისა“ და „პარმას“ შეხვედრაში ნიკოლო ბარელასა და მარიანო ტროილოს შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო.
არგენტინელმა ნახევარმცველმა იტალიელთან იუხეშა, რის შემდგომაც, მათ შორის სიტუაცია დაიძაბა: „ადექი, არ შეგხებივარ“, - ეუბნებოდა ტროილო ბარელას.
შემდეგ, როცა ბარელა შეცვალეს, სათადარიგო სკამზე მარკუს ტურამმა მას ჰკითხა: „რა გითხრა?“ ნიკოლომაც თანაგუნდელს უპასუხა: „მითხრა, რომ მოკეტე, მუნდიალის გარეშე დარჩი“. მაგრამ, არგენტინაშიც კი არ იციან ის ვინ არის“. ეს დიალოგი კამერებმა დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „პარმა“ 2:0 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.





