მიუნხენის „ბაიერნმა“ „ჰაიდენჰაიმთან“ მარცხს თავი ბოლო წუთზე დააღწია (3:3) და მისთვის უმნიშვნელო ქულა მოიპოვა, მეტოქეს კი 2 უმნიშვნელოვანესი ქულა წაართვა.
მატჩის შემდეგ „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ კომენტარი გააკეთა:
„ეს მენტალიტეტის, თავდაჯერებულობის საკითხი იყო. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ბევრად უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს დამარცხების თავიდან ასაცილებლად. ეს დამოკიდებულება შემდეგ მატჩშიც უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ დეტალების საკითხია, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. „ჰაიდენჰაიმი" კბილებით იბრძოდა და კარგად იცავდა თავს. სტარტზე ჩვენი სრული პოტენციალით ვერ ვითამაშეთ და მათ ამით ისარგებლეს“, - აღნიშნა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ალიანს არენაზე“ „ჰაიდენჰაიმი“ ბუდუ ზივზივაძის დუბლით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, ქულით მოუწია დაკმაყოფილება.





