NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" საკუთარ დარბაზში კვლავ "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდა და ამჯერადაც დამაჯერებლად, 128:114 იმარჯვეს.
"ტორონტომ" მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყო და უპირატესობაც მალევე მოიპოვა, მათ ორივე მეოთხედის მოგება მოახერხეს და დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედი "მაიამიმ" გაცილებით უკეთ ჩაატარა, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა, კანადელებმა მიმდინარე სეზონში 45-ე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლეს.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 18:29 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 5 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ტორონოტო" 45 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 11 აპრილს სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.







