ფეხბურთი

17:14 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენი" - "ლივერპული": გუნდების სავარაუდო შემადგენლობები

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი პარიზში გაიმართება, სადაც "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" უმასპინძლებს.

მატჩი დიდ ინტერესს იწვევს ვინაიდან, გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის დაპირისპირებას იხილავს. აღსანიშნავია, რომ, ორივე მათგანი შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Sofascore-ის ვერსიით

"პარი სენ-ჟერმენი"

საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემირი, ვიტინია, ნევეში, დუე, დემბელე და კვარაცხელია.

"ლივერპული"

მამარდაშვილი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, გრავემბერხი, მაკ ალისტერი, სალაჰი, სობოსლაი, ვირცი და ეკიტიკე.


შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენსა" და "ლივერპულის" დაპირისპირება დღეს 23:00 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა "ენფილდზე" 16 აპრილს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166881