კალათბურთი

10:21 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბემ ადებაიომ "ვაშინგტონთან" 83 ქულა ჩააგდო და კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა

NBA-ში მორიგი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა "მაიამი ჰიტისა" და ვაშინგტონ ვიზარდსის" შეხვედრაში, სადაც მასპინძელთა ცენტრმა ბემ ადებაიომ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მან 83 ქულა ჩააგდო და კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა (81 ქულა "ტორონტოს" წინააღმდეგ, 2006 წელი). აღნიშნული შეხვედრა კი, "მაიამი ჰიტმა" დამაჯერებლად - 150:129 მოიგო.

ბემ ადებაიომ პარკეტზე 41:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 83 ქულას, 9 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 დაფარებასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. ამერიკელმა კალათბურთელმა პირველ მეოთხედში 31 ქულა, მეორეში 12 ქულა, მესამეში 19 ქულა, ხოლო მეოთხე პერიოდში 21 ქულა ჩააგდო და ისტორიაში გახდა მეორე კალათბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში ამდენი ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს უილტ ჩემბერლენი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 100 ქულის ჩაგდება მოახერხა.

მატჩის დასრულების შემდეგ ბემ ადებაიომ კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი შედეგის მიღწევა მისი თანაგუნდელებისა და მწვრთნელის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

"არ ვიცი, ეს წარმოუდგენელია, ჩემი სახელი უილტის და კობის გვერდით საოცარი შეგრძნებაა. არ მიფიქრია, რომ ამდენ ქულას მოვაგროვებდი, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ამ შედეგის მიღწევა ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. მადლობა მწვრთნელს, რომ კომბინაციები ჩემზე ააწყო. ვფიქრობ, რას მეტყოდა ახლა კობი... მასთან მსგავს საკითხზე დიალოგი ყოველთვის მინდოდა. ალბათ ის მეტყოდა: "წადი და ეს კიდევ გააკეთე", - განაცხადა ადებაიომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169967