ზამთრის ოლიმპიადაზე დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა.
მათ მოკლე პროგრამის შემდეგ მე-13 შედეგი ჰქონდათ, რის გამოც მედლებისთვის ბრძოლის შანსი ძალიან მცირე იყო. საბოლოოდაც, დევისი-სმოლკინის დუეტმა მე-13 ადგილზე გასვლა მოახერხა.
მსაჯებმა დიანას და გლების გამოსვლა თავისუფალ პროგრამაში 118.87 ქულით შეაფასეს. ტექნიკურ ელემენტებში მათ 66.93 ქულა მიიღეს, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში - 51.94. შედეგად, მოკლე პროგრამის შედეგის (77.15 ქულა) დაჯამებით ქართულმა წყვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 196.02 ქულით დაასრულა და მე-13 ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ჩემპიონები ფრანგები - ლორენს ფურნიე და გულამ სიზერონი გახდნენ. ოლიმპიადაზე რიტმულ ცეკვებში მედალოსანთა სამეული ასეთია:
1. ლორენს ფურნიე/გულამ სიზერონი (საფრანგეთი) - 225.82 ქულა
2. მედისონ შოქი/ევან ბეიტსი (აშშ) – 224.39
3. პიპერ ჟილესი/პოლ პოირიე (კანადა) – 217.74







