სხვა

22:39 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაასრულა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა ნიდერლანდებთან მარცხით დაასრულა.

ბოლო ტურის მატჩს პრესტიჟის მნიშვნელობა ჰქონდა: მოგებული ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა და გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი რაუნდით ნაკლებს ითამაშებდა. სამწუხაროდ, მიზანს ნიდერლანდებმა მიაღწია.

ნიდერლანდებმა გაცილებით უკეთ ითამაშა, საკვანძო პირველი ტაიმის მიწურული გამოდგა, როცა მეტოქემ ანგარიშში გაქცევა მოახერხა, რასაც საქართველოს ნაკრები ვეღარ გაუმკლავდა. ტაიმი 18:15 დასრულდა. მეორე ტაიმში ნიდერლანდებმა კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და საბოლოოდ, 31:26 მოიგო.

ყველაზე შედეგიანი ისევ გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა. გიორგი დიხამინჯია 6 გოლით გამოირჩა, გიორგი ლაფიაშვილის აქტივში 4 გოლია, ნიკოლოზ კალანდაძემ და ირაკლი კბილაშვილმა 2-2 გოლი გაიტანეს, ხოლო მირიან გავაშელიშვილმა - 1.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ზე სამივე მატჩი წააგო - ხორვატიასთან 29:32, შვედეთთან 29:38 და ნიდერლანდებთან 26:31, შედეგად, უქულოდ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ტიტე კალანდაძის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი რაუნდიდან დაიწყებს, სადაც ორმატჩიან პლეი-ოფში ისრაელს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ (ზედიზედ) ითამაშა, ორი წლის წინ ტიტე კალანდაძის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, როდესაც ნიდერლანდებსა და შვედეთთან დამარცხდა, ხოლო ბოსნიასთან გაიმარჯვა.

ნიდერლანდები - საქართველო 31:26 (18:15)

საქართველო: ცინცაძე, ცხოვრებაძე (11 გოლი), დიხამინჯია (6), ლაფიაშვილი (4), კალანდაძე (2), კბილაშვილი (2), გავაშელიშვილი (1), ხელისუფალი, რუსტამოვი, ხარებაშვილი, არეშიძე, გრიშიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169583