ძიუდო

16:50 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-8 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოში სტარტს აიღებს პარიზის გრანდ სლემი, სადაც მონაწილეობას თავისთავად საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

როგორც ცნობილი ხდება საქართველო პრესტიჟულ ტურნირზე 10 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი და აღსანიშნავია, რომ -60 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება და ნაკრების რამდენიმე ლიდერი დაისვენებს.

საქართველოს შემადგენლობა:

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური. 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი. 81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე. 90 კგ - ლუკა მაისურაძე. 100 კგ - ნიკა ხარაზიშვილი. +100 კგ - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

0.169739