ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მე-17 ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოა“ „მენორკასთან“ 64:71 დამარცხდა.
კორსანტიამ 25 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 7-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„მენორკას“ რიგებში თად მაკფადენმა 21 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 6 სამქულიანი ააცილა.
„გიპუზკოა“ 9 მოგებით და 7 წაგებით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში პირველ თებერვალს „ესტუდიანტესს“ უმასპინძლებს, ხოლო „მენორკა“ იმავე ბალანსით მეექვსე პოზიციაზეა და 7 თებერვალს „ესტელას“ შინ დაუპირისპირდება.
ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ „უნიკახასთან“ სტუმრად 79:88 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
„გრანადა“ 1 მოგებით და 15 წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 თებერვალს „ბილბაოს“ უმასპინძლებს.







