ფეხბურთი

20:57 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვირცმა „ლივერპულში“ სადებიუტო გოლი გაიტანა
„არსენალი“ კვლავ პრემიერლიგის ლიდერია

დღეს, 27 დეკემბერს, ინგლისის პრემიერლიგაში 7 მატჩი იმართება. ექვსი უკვე დასრულდა.

„არსენალმა“ ბრაიტონს“ შინ 2:1 სლია და 42 ქულით კვლავ ლიდერობს პრემიერლიგის ცხრილს. ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა მარტინ ედეგორმა, 52-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა ჟორჟინიო რუტერმა ავტოგოლი გაიტანა. 64-ე წუთზე „ბრაიტონის“ ნახევარმცველმა დიეგო გომესმა ანგარიში შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ნოტინგემ ფორესტი“ 1:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე რაიან შერკიმ გაიტანა. „ქალაქელებმა“ ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვეს ყველა ტურნირზე.

„ლივერპულმა“ საკმაოდ რთულ ბრძოლაში სძლია აუტსაიდერ „ვულვერჰემპტონს“ ანგარიში რაიან გრავენბერხმა გახსნა 41-ე წუთზე ჯერემი ფრინმპონგის გადაცემით. ეს ნიდერლანდელის პირველი ასისტი გახლდათ მიმდინარე სეზონში. ერთი წუთის შემდეგ კი ფლორიან ვირცმა გააორმაგა მერსისაიდელთა უპირატესობა. ეს ვირცის სადებიუტო გოლი გახლდათ „ლივერპულის“ მაისურით. სტუმართაგან კი თავი სანტიაგო ბუენომ გამოიჩინა.

შედეგად, „ლვერპულმა“ 32 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე აინაცვლა.

თამაშის დაწყებისას დინისმა და დუარტე ჟოტებმა, „ლივერპულისა“ და „ვულვერჰემპტონის“ ყოფილი მოთამაშის, დიოგუ ჟოტას ვაჟებმა, ინგლისური კლუბების პირისპირ მატჩში მოედანზე გაიყვანეს.

ჟოტა 2025 წლის ზაფხულში ესპანეთში, შვებულების დროს მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჟოტამ პრემიერლიგური კარიერა „ვულვერჰემპტონში“ დაიწყო, სადაც 2018 წელს მადრიდიდ „ატლეტიკოდან“ 14 მილიონ ევროდ გადავიდა. მან „ვულვზის“ რიგებში 131 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2020 წლის სექტემბერში ჟოტამ „მერსისაიდელებთან“ კონტრაქტი გააფორმა. „ლივერპულში“ თამაშის დროს მან 182 მატჩი ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-18 ტური. 27 დეკემბერი: ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ სიტი 1:2, არსენალი - ბრაიტონი 2:1, ბარნლი - ევერტონი 0:0, ბრენტფორდი - ბორნმუთი 4:1, ვესტ ჰემი - ფულემი 0:1, ლივერპული - ვულვერჰემპტონი 2:1, ჩელსი - ასტონ ვილა მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168331