სხვა

13:00 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: "ვამაყობ შენით მერაბ, მუდამ შენს გვერდით მიგულე"

მერაბ დვალიშვილი UFC323-ზე საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. აღნიშნულ ბრძოლას ესწრებოდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია, რომელმაც სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილს პოსტი მიუძღვნა და გაამხნევა.

"მერაბ შენით ვამაყობ, ჩემპიონები ერთი შედეგით კი არა, გულით, შრომის ეთიკით და იმით განისაზღვრებიან, თუ როგორ აღდგებიან. მუდამ შენს გვერდით მიგულე. შენ ყოველთვის ჩემპიონი იქნები", - დაწერა ფაჩულიამ საკუთარ ინსტაგრამ გვერძე.

ქართველი "მანქანა" სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც გაამხნევეს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მოგების შემთხვევაში წარმოუდგენელ რეკორდთან იყო ახლოს, რაც გულისხმობს ერთ წელში ქამრის წარმატებით დაცვას. ქართველმა ჯერ უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, შემდეგ მატჩრევანში შონ ო'მალის მოუგო, ხოლო სექტემბერში კორი სენდჰეგენს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09278