ესპანეთის ლიგა ენდესას მე-9 ტურში „ბარსელონამ“ „მორაბანკ ანდორა“ დიდი ანგარიშით, 102:71 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
თორნიკე შენგელია პარკეტზე 12 წუთი იყო, ხსენებულ დროში კი 9 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7 გამოდგა.
„ბარსელონა“ ლიგა ენდესაში 5 მოგებით და 4 წაგებით მე-7 პოზიციაზეა, მომდენო ტურში კი 14 დეკემბერს, „მანრესას“ ესტუმრება.







