ფეხბურთი

19:03 | 20.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: "ჩრდილოეთ ირლანდია ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ მოგება შეგვიძლია"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრა შეაფასა.

როგორც მან თქვა, ჯერ ნახევარფინალზე ფიქრობენ და მხოლოდ შემდეგ გააკეთებენ აქცენტს ფინალზე:

„ჩრდილოეთ ირლანდიის დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და შესანიშნავად თამაში დაგვჭირდება, მაგრამ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ. ვიცით, როგორი გუნდები არიან უელსი და ბოსნია. უელსში მათ დიდი მხარდაჭერა ექნებათ, ხოლო მეორე შემთხვევაში, არც ისე ახალ სტადიონზე ვითამაშებთ. თუმცა, ჯერ ნახევარფინალზე ვფიქრობთ.

მაგალითად, მონტელასთან საუბრისას გავიგე, რომ თურქეთში ჩემპიონატი შეჩერდება პლეი-ოფის წინ, იმედი მაქვს, იტალიაშიც იგივეს გააკეთებენ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 26 მარტს უმასპინძლებს, ხოლო ფინალი 31 მარტს გაიმართება. ამ წყვილში მოგებული უელსი-ბოსნიის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171288