ფეხბურთი

20:50 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანტუშს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

პორტუგალიის ნაკრების ახალ თავკაცს, ფერნანდო სანტუშს ფიფამ დისკვალიფიკაცია მოუსხნა და დანიასთან მატჩში თავისი გუნდის დამოძღვრა შეეძლება.

სანტუში პორტუგალიამდე, საბერძნეთის ნაკრებს წვრთნიდა და მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში კოსტა-რიკასთან მატჩში მსაჯის შეურაცყოფის გამო გააძევეს.

60 წლის სპეციალისტს თავიდან 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ჯარიმის სახით 20000 ევრო გადაახდევინეს, თუმცა სანტუშს სათადარიგოთა სკამიდან ხელმძღვანელობა უახლოეს მატჩშივე შეეძლება.

აღნიშნული შეხვედრა 14 ოქტომბერს 22:45 წუთზე დაიწყება.

0.115864