„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „მონაკოსთან“ ფრედ, 2:2 დასრულებულ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ამისდაკვალად, ნორვეგიელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის 50 მატჩში 52 გატანილი ბურთი მოუგროვდა.
ერლინგმა ტიერი ანრის 50 გოლიან რეკორდს გადაასწრო. ნორვეგიელი ამჟამად ტურნირის ყველა დროის ბომბარდირების სიაში მეცხრე ადგილზეა. მისი შემდეგი მიზანი ნიდერლანდელი რუდ ვან ნისტელროის 56 გოლის გამეორებაა.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. თამაში 21 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









