სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:22 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის პირველი გოლი და "ვილიარეალის" ქამბექი ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვილიარეალმა“ „ოსასუნა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში ჰქონდა, ძალიან აქტიურობდა და გატანა 25-ე წუთზე შეეძლო, როცა მისი შორეული დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. მე-40 წუთზე „ოსასუნა“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც მოიგო, რადგან ბოლო წუთზე ანტე ბუდიმირმა გაიტანა.

მეორე ტაიმში მარსელინოს გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, რამაც შედეგი გამოიღო. 69-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა, რომელმაც მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა. ეს მისი პირველი გოლია „ვილიარეალში“. ცოტა ხანში ქართველს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა.

„ვილიარეალმა“ მაინც მოიგო. 86-ე წუთზე პაპე გეიემ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი - 2:1.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მისი გუნდი ლა ლიგაში 10 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში „ვილიარეალი“ 23 სექტემბერს, „სევილიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170274