სხვა

15:49 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს სენსაციური მარცხი
ტოჩინოშინი კი ლიდერს კვალში უდგას

მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირზე. კიუშიუ ბაშოზე იოკოძუნა ჰაკუჰომ მე-3 მაეგაშირა ტაკაიასუსთან წააგო და ეს გახლდათ “თეთრი ფენიქსის” პირველი მარცხი უკანასკნელი 22 (!) თვის განმავლობაში რიგით მაეგაშირასთან.

საინტერესოა, რომ 24 წლის ტაკაიასუსთვის მიმდინარე ბაშოზე ეს პირველი “ოქროს ვარსკვლავი” არ ყოფილა. 3 დღის წინ მან იოკოძუნა ჰარუმაფუჯისაც აჯობა, ხვალ კი კიდევ ერთ დიდი ჩემპიონ კაკურიუს შეერკინება და თუკი მასაც აჯობა, უნიკალურ ტრიპლს შეასრულებს.

ცნობისთვის, ფუკუოკაში ერთადერთი დაუმარცხებელ სეკიტორად სწორედ კაკურიუ რჩება, მის უახლოეს მდევართა შორის კი ქართველი ტოჩინოშინიც იმყოფება.

ლევან გორგაძემ მე-5 მოგება დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ჯოკორიუსთან იზეიმა. ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მეტოქე უვატენაგეთი დაჯაბნა.

ქართველი სუმოისტის მორიგი მეტოქე ბრაზილიელი კაისეი იქნება, რომელსაც 8-ჯერ შეხვედრია და მასთან თანაბარი ბალანსი აქვს. სამხრეთამერიკელს კიუშიუზე ბაშოზე უკვე 4 შერკინება აქვს წაგებული.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში წარუმატებელი დღე ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველმა გოლიათმა, რომელიც დასავლეთის მე-5 ნომერი გახლავთ, აღმოსავლეთში პირველი რეიტინგის მქონე ტოკიტენკუსთან კეკაეშით წააგო.

გაგამარუს 3-3 მოგება-წაგება აქვს, შემდეგ ბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-3 ნომერ სატოიამასთან ჩაატარებს.

კიუშიუ ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა

ტოჩინოშინის ბრძოლა 5:40-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115873