სხვა

11:00 | 22.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"Clash of the Titans" - საგინაშვილმა გასპერინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული შეინარჩუნა

ლევან საგინაშვილი დაუმარცხებელია. ქართველმა მკლავჭიდელმა ჩიკაგოში გამართული EAST WEST 18-ის ღონისძიებაზე, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

იტალიელს რევანშის აღება სურდა, თუმცა არ გამოუვიდა. ქართველმა ჰალკმა მეტოქეს ყველა რაუნდში აჯობა. ერმესი იბრძოდა, მაგრამ ლევანის ფიზიკურმა უპირატესობამ და გამოცდილმა ტექნიკურმა სტრატეგიამ პოზიცია არ დათმო და საბოლოოდ, 5:0 მოიგო. ამრიგად ლევანის ანგარიშზე გასპერინთან ორიდან ორი გამარჯვებაა.

საგინაშვილის დომინაცია კვლავ გრძელდება. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164266