ისტორია

21:23 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ ლეაუს 80-90 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გაყიდის

„მილანს“ გუნდის გასაძლიერებლად საჭირო მოთამაშეების შესაძენად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება. ამ მიზნით, შესაძლოა, გარემარბ რაფაელ ლეაუს ტრანსფერი განხორციელდეს. ამის შესახებ Calciomercato იტყობინება.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელს ოფიციალურად არასდროს მოუთხოვია მისი გაყიდვა, მაგრამ ის ინფორმირებულია „არსენალის,“ „ჩელსის,“ „ბაიერნის“ და საუდის არაბეთის კლუბების ინტერესის შესახებ. „როსონერიმ“ ლეაუს დამკვირვებელ გუნდებს ნათლად განუცხადა, რომ 26 წლის ფეხბურთელს 80-90 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გაყიდიან. ამავდროულად, ხაზგასმულია, რომ ამ ეტაპზე იტალიურ გიგანტებს ლეაუს შესახებ კონკრეტული შეთავაზებები არ მიუღიათ.

გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 12 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლეაუს ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175389
სარეკლამო ადგილი - 99
X x X