ფეხბურთი

10:28 | 14.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

7-8 მილიონი საკმარისი იქნება: საბა გოგლიჩიძე ოთხ იტალიურ კლუბს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულს „ემპოლის“ დატოვებს.

როგორც Tuttomercato იტყობინება, ქართველი ფეხბურთელით მინიმუმ ოთხი კლუბია დაინტერესებული და ტრანსფერისთვის 7-8 მილიონი ევროა საჭირო. საბა „ემპოლის“ დატოვებასთან იანვარშიც ახლოს იყო, როცა „რომაში“ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

თუმცა, არაა გამორიცხული, რომ „ჯალოროსიში“ ის ახლა მაინც გადავიდეს, რადგან ახალი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი დაცვის გაძლიერებას გეგმავს და გოგლიჩიძე „რომას“ სიაში რჩება. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, დაინტერესებული არიან „ლაციო“, „ფიორენტინა“ და „პარმა“.

„ემპოლი“ 7-8 მილიონის სანაცვლოდ საბას შეელევა, რადგან ტოსკანური კლუბი სერია B-ში გავარდა და ფინანსური რესურსები სჭირდება, თანაც, დიდ კაპიტალურ მოგებას ნახავს, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის იანვარში საბას შეძენა კლუბს მხოლოდ ნახევარი მილიონი დაუჯდა.

გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159508