ფეხბურთი

18:30 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯობ ბელინგემი "დორტმუნდის" ფეხბურთელია

ჯობ ბელინგემი „სანდერლენდიდან“ კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს და ძმის კვალს გაჰყვა.

5 წლის წინ ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდს“ „ბირმინგემიდან“ შეუერთდა, ახლა ჯობმა გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა და ინგლისელმა გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.

19 წლის ინგლისელი გერმანულ გუნდს 33 მილიონ ევროდ შეუერთდა, რასაც ბონუსად 5 მილიონი დაემატება, ხოლო მომდევნო ტრანსფერიდან 15% „შავ კატებს“ ერგებათ. ეს „სანდერლენდის“ ისტორიაში ყველაზე სარფიანი გაყიდვა იქნება.

ჯობ ბელინგემი „სანდერლენდში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 90 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მანამდე, კარიერა „ბირმინგემში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174205