„ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ კლუბის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალიტებს მოსაზრება გაუზიარა და ასევე ისაუბრა კრისტიან კივუს ამ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე.
„სიმონე ინძაგის მადლობა უნდა გადავუხადოთ ემბლემაზე მეორე ვარსკვლავისა და გუნდის შესანიშნავი თამაშის გამო, მაგრამ მართალია, რომ მას მეტის გაკეთება შეეძლო. „ინტერი“ უდავოდ ყველაზე ძლიერია სერია A-ში. კივუ კი კლუბისთვის შესაფერისი ადამიანია“, - ციტირებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა მატერაცის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
ყოფილი მცველი „ინტერში“ 2007 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა. 2018 წლიდან 2024 წლამდე კივუ „ნერაძურის“ ახალგაზრდულ სისტემაში მუშაობდა. 2025 წლის თებერვალში 44 წლის სპეციალისტმა „პარმა“ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა იტალიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, სამჯერ მოიგო, სამჯერ წააგო და შვიდჯერ გაიყო ქულები მეტოქეებთან.