ფეხბურთი

19:42 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა

ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ უეფამ სეზონი შეაჯამა. კერძოდ, უეფას დამკვირვებელთა სპეციალურმა ჯგუფმა დაასახელა სიმბოლური ნაკრები.

სეზონის საუკეთესო 11-ეულში პსჟ-ს 7 ფეხბურთელია, თუმცა არ არის ხვიჩა კვარაცხელია. გარემარბების პოზიციებზე უეფაში რაფინია და ლამინ იამალი ამჯობინეს.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელე დასახელდა, რომელმაც ჩემპიონობაში 8 გოლით და 6 საგოლე პასით შეიტანა წვლილი. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დეზირე დუე გახდა, რომელიც ფინალის გმირი იყო დუბლით და საგოლე პასით.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში (პსჟ)

ნახევარმცველები: ლამინ იამალი (ბარსელონა), ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი), რაფინია (ბარსელონა)

თავდამსხმელები: დეზირე დუე (პსჟ), უსმან დემბელე (პსჟ)

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ფინალში „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტურნირი. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ პლეი-ოფის სტადიიდან ითამაშა და 9 მატჩში 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასით გამოირჩა. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგზრდა ფეხბურთელად ორი წლის წინ, 2022-2023 წლების სეზონში დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167034
სარეკლამო ადგილი - 99
X x X