კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „პარალიმნიმ“ „ახნასი“ 4:2 დაამარცხა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ერთი გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა.
ქართველმა შემტევმა გოლი 59-ე წუთზე შეაგდო და იმ დროისთვის ანგარიში 3:2 გახადა. მუსელიანმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო.
„პარალიმნიმ“ ამ გამარჯვებით 35 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას ერთი ქულით დასცილდა, შედეგად, უმაღლეს დივიზიონში დარჩა.
უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა გიორგი ლორის „ომონია არადიპუმაც“, რომელმაც ბოლო ტურში „ომონია 29 მაისი“ 4:1 დაამარცხა, მანამც 35 ქულით შეძლო ადგილის შენარჩუნება.