ფეხბურთი

23:42 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ლიგის თასის ფინალიც წააგო: "ნიუკასლმა" 1955 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო

ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ნიუკასლმა“ „ლივერპული“ 2:1 დაამარცხა და ბოლო 70 წელიწადში პირველი ტიტული მოიგო.

„ჯორდები“ პირველი ტაიმის მიწურულს დენ ბარნმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ალექსანდერ ისაკმა სხვაობა გააორმაგა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფედერიკო კიეზას გოლი მხოლოდ პრესტიჟის იყო.

როგორც ვთქვით, ეს „ნიუკასლის“ პირველი ტიტულია 1955 წლის შემდეგ.

„ლივერპულს“ კი, პრემიერლიგა შემორჩა, რომელსაც ალბათ, მოიგებს, მაგრამ ბოლო ოთხ დღეში ორი მძიმე დარტყმა მიიღო: ჯერ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ახლა ლიგის თასის ფინალი წააგო, ხოლო ასოციაციის თასიდან კარგა ხანია გავარდნილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117775