ფეხბურთი

2:00 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებელი "ლივერპული", "რეალის" მესამე წაგება და პსვ-ს წარმოუდგენელი ქამბექი

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალი“ 2:0 დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში საუკეთესო გუნდია.

იურგენ კლოპს არნე სლოტი იდეალურად ცვლის, სხვანაირად არ შეიძლება ითქვას. „წითლებმა“ „ენფილზე“ „რეალს“ შანსი არ მისცეს, პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შექუმნეს, მეორე ტაიმში გოლები გაუტანეს. ალექსის მაკალისტერმა და კოდი გაკპომ შეაგდეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა პენალტები გააცუდეს: მოჰამედ სალაჰმა და კილიან მბაპემ.

„ლივერპული“ 15 ქულით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგას და ერთადერთი უდანაკარგო გუნდია, მომდევნო ტურში სტუმრად „ჟირონას“ შეხვდება, ხოლო „რეალს“ ხუთ ტურში 3 მარცხი აქვს, მხოლოდ 6 ქულა და 24-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, კარლო ანჩელოტის გუნდი სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება.

სხვა მატჩებიც საინტერესო იყო, თანაც დრამატული: პსვ ეინდჰოვენმა დონეცკის „შახტართან“ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა. უკრაინელები პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, 87-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ მცირე დროში მასპინძლებმა თამაში მოიგეს. პსვ-მ 87-ე წუთის შემდეგ 3 გოლი გაიტანა და წარმოუდგენელი ქამბექის ავტორი გახდა. პსვ-ს 8 ქულა აქვს, ხოლო „შახტარს“ – 4.

მთლად ასე დრამატულად არა, მაგრამ ასევე შესანიშნავი ქამბექის ავტორია ლისაბონის „ბენფიკაც“, რომელიც ორჯერ აგებდა სტუმრად „მონაკოსთან“, 84-ე წუთამდე, მაგრამ გამარჯვება მოახერხა - 2:3. „ბენფიკას“ აქტივში“ 9 ქულაა, ხოლო „მონაკოს“ 10 ქულა აქვს.

ბირმინგემში უგოლოდ დაზავდნენ „ასტონ ვილა“ და „იუვენტუსი“. ბევრი საგოლე მომენტი არ ყოფილა, ანგარიში ლოგიკურია, თუმცა ორივე გუნდს გატანა მაინც შეეძლო. საბოლოოდ - 0:0. „ასტონ ვილას“ 10 ქულა აქვს, „იუვეს“ მხოლოდ - 8.

„დორტმუნდმა“ სტუმრად 3:0 აჯობა „დინამო ზაგრებს“ და უკვე 12 ქულა დააგროვა, რითაც მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „დინამო ზაგრების“ აქტივში 7 ქულაა, რაც ხორვატიის ჩემპიონისთვის ცუდი შედეგი არაა.

დაზავდნენ „სელტიკი“ და „ბრიუგე“ – 1:1. შოტლანდიელებს 8 ქულა აქვთ, ბელგიელებს - 7.

„ლილმა“ სტუმრად „ბოლონია“ დაამარცხა - 2:1. ფრანგულ გუნდს 10 ქულა დაუგროვდა, „ბოლონიას“ ერთადერთი ქულა აქვს.

„ასტონ ვილა“ – „იუვენტუსი“ 0:0 (0:0)

„ბოლონია“ – „ლილი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მუკაუ (44), 1:1 ლუკუმი (63), 1:2 მუკაუ (66)

„სელტიკი“ – „ბრიუგე“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კარტერ-ვიკერსი (26, ა.გ), 1:1 მაედა (60),

„დინამო ზაგრები“ – „დორტმუნდი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 გიტენსი (41), 0:2 ბენსაბაინი (56), 0:3 გირასი (90)

„ლივერპული“ – „რეალი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მაკალისტერი (52), 2:0 გაკპო (77)

„მონაკო“ – „ბენფიკა“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 ბენ სეგირი (13), 1:1 პავლიდისი (48), 2:1 მაგასა (67), 2:2 კაბრალი (84), 2:3 ამდუნი (88)

პსვ - „შახტარი“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 სიკანი (8), 0:2 ზუბკოვი (37), 1:2 ტილმანი (87), 2:2 ტილმანი (90), 3:2 პეპი (90)

1. ლივერპული 5 5 0 0 12 1 11 15
2. ინტერი 5 4 1 0 7 0 7 13
3. ბარსელონა 5 4 0 1 18 5 13 12
4. დორტმუნდი 5 4 0 1 16 6 10 12
5. ატალანტა 5 3 2 0 11 1 10 11
6. ლევერკუზენი 5 3 1 1 11 5 6 10
7. არსენალი 5 3 1 1 8 2 6 10
8. მონაკო 5 3 1 1 12 7 5 10
9. ასტონ ვილა 5 3 1 1 6 1 5 10
10. სპორტინგი 5 3 1 1 10 7 3 10
11. ბრესტი 5 3 1 1 9 6 3 10
12. ლილი 5 3 1 1 7 5 2 10
13. ბაიერნი 5 3 0 2 12 7 5 9
14. ბენფიკა 5 3 0 2 10 7 3 9
15. ატლეტიკო 5 3 0 2 11 9 2 9
16. მილანი 5 3 0 2 10 8 2 9
17. მანჩესტერ სიტი 5 2 2 1 13 7 6 8
18. პსვ ეინდჰოვენი 5 2 2 1 10 7 3 8
19. იუვენტუსი 5 2 2 1 7 5 2 8
20. სელტიკი 5 2 2 1 10 10 0 8
21. ფეიენოორდი 5 2 1 2 10 13 -3 7
22. ბრიუგე 5 2 1 2 4 7 -3 7
23. დინამო ზაგრები 5 2 1 2 10 15 -5 7
24. რეალი 5 2 0 3 9 9 0 6
25. პარი სენ-ჟერმენი 5 1 1 3 3 6 -3 4
26. შახტარი 5 1 1 3 4 8 -4 4
27. შტუტგარტი 5 1 1 3 4 11 -7 4
28. სპარტა 5 1 1 3 5 14 -9 4
29. შტურმი 5 1 0 4 2 6 -4 3
30. ჟირონა 5 1 0 4 4 9 -5 3
31. ცრვენა ზვეზდა 5 1 0 4 9 17 -8 3
32. ზალცბურგი 5 1 0 4 3 15 -12 3
33. ბოლონია 5 0 1 4 1 7 -6 1
34. ლაიფციგი 5 0 0 5 4 10 -6 0
35. სლოვანი 5 0 0 5 4 18 -14 0
36. იანგ ბოიზი 5 0 0 5 2 17 -15 0
0.111344