ფეხბურთი

23:27 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" "დინამო ბათუმს" აჯობა და ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში „დინამო ბათუმი“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიასთან“ დამარცხდა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი მეექვსე წუთზე მარიო ბალბურდიას გოლით დაწინაურდა, მაგრამ მერე ვერაფერი გააწყო. მეორე ნახევარში სტუმრებმა დააქამბექეს. დასაწყისში ინიგო მარტინმა გაათანაბრა, ხოლო ბოლოსკენ ფრანსუა ეკონგოლომ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი.

„სამტრედიამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო და 22 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, მაგრამ გადარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა. მომდევნო ტურში იმერლები ლიდერ „ტორპედოს“ შეხვდებიან.

„დინამო ბათუმის“ კრიზისი გრძელდება, სიტუაცია ვერც წინა ტურში გორის „დილასთან“ გამარჯვებამ შეცვალა. დემჩენკოს გუნდი 39 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.

„დინამო ბათუმი“ – „სამტრედია“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბალბურდია (6), 1:1 მარტინი (50), 1:2 ეკონგოლო (77)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111234