ფეხბურთი

22:42 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტმა "ბრესტმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ მოიგო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურმა სტარტი ორი მატჩით აიღო. ფრანგულმა „ბრესტმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს ამ დროისთვის ლიდერობს.

„ბრესტმა“ ავსტრიაში, „ზალცბურგი“ 4:0 გაანადგურა. ფრანგები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს. მანამდე „ბრესტმა“ პირველ ტურში ავსტრიის ჩემპიონი „შტურმი“ შინ 2:1 დაამარცხა, ასე რომ, ორივე თამაში ავსტრიულ კლუბებს მოუგო... „ზალცბურგისთვის“ კატასტროფულად დაიწყო ჩემპიონთა ლიგა, ორი მარცხი, 0 გოლი და 7 გაშვებული გოლი. ავსტრიელები პირველ ტურში „სპარტასთან“ განადგურდნენ (0:3). შესაბამისად, არც თუ ისე ძალიან ძლიერ მეტოქეებთან უშანსოდ წააგეს.

გერმანიაში, „შტუტგარტი“ და პრაღის „სპარტა“ დაზავდნენ. „შვაბები“ ბუნდესლიგაში ძალიან კარგად თამაშობენ, პირველ ტურშიც, მადრიდში, „რეალს“ არაფერი დაუთმეს, მაგრამ შინ „სპარტას“ ვერ მოუგო. ენცო მილოს გოლით ფრანგები სწრაფად დაწინაურდნენ, მაგრამ ჩეხებმა კაან კაირინენის საოცარი ჯარიმით გაათანაბრეს და მერე არაფერი შეცვლილა. თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს სტუმრები იყვნენ, სხვა თუ არაფერი, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყეს.

„სპარტას“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და მშვენიერი სტარტი გამოუვიდა, ხოლო „შტუტგარტის“ აქტივში ერთი ქულაა.

„ზალცბურგი“ – „ბრესტი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 სიმა (24), 0:2 კამარა (66), 0:3 სიმა (71), 0:4 პერეირა ლაჟი (75)

„შტუტგარტი“ – „სპარტა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 მილო (7), 1:1 კაირინენი (32)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132158