ძიუდო

17:28 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლოლაძის ვერცხლი და ჯავახიშვილის ბრინჯაო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ალექსანდრე ლოლაძემ ვერცხლი, ხოლო ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში ლოლაძემ ესპანელი, ინიაკი მერჩანი, ისრაელის წარმომადგენელი იანივ აგრონოვი, ავსტრიელი ისა ნასჩხო და სერბი ბორის რუტოვიჩი დაამარცხა, თუმცა ფინალში აზერბაიჯანელი სულეიმან შუკუროვთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა ჯავახიშვილმა, რომელმაც რეპეშაჟიდან შეძლო მედლის მოპოვება. ჯერ უკრაინელ სტანისლავ კორჩემლიუკს აჯობა და მერე სერბ ბორის რუტოვიჩს.

73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდათ მათე ბერუაშვილსა და გიორგი ლოლაძეს. ორივე ნახევარფინალში გავიდა, სადაც მარცხი განიცადეს, შემდეგ ბერუაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაც დათმო, ხოლო ლოლაძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრა ტრავმის გამო საერთოდ ვერ იჭიდავა.

ამ დროისთვის საქართველოს აქტივში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალია - ალექსანდრე და ნინო ლოლაძეებმა ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაო.

0.119398