ფეხბურთი

14:59 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დაცვაში ოცნება ლოჩოშვილია: ლუკას გადაბირება იტალიურ გუნდს სურს

საქართველოს ნაკრებ მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ბრეშას“ დაუკავშირეს. როგორც sport.quotidiano წერს, ლომბარდიელები სატრანსფერო ბაზარზე მცველს ეძებენ და ლოჩოშვილი მათთვის „ოცნების“ ვარიანტია.

წყარო დეტალებზე არაფერს წერს, მაგრამ იტყობინება, რომ ლუკას უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ვიდრე „კრემონეზეში“ აქვს, ამიტომ, „ბრეშა“ შეიძლება კარგი ვარიანტიც იყოს.

„ბრეშა“ ტრადიციული იტალიური კლუბია, სადაც თავის დროზე არაერთ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია, მაგალითად, რობერტო ბაჯოს, პეპ გვარდიოლას, დარიო უბნერს და ლუკა ტონის. თუმცა, ბოლო დროს ძირითადად სერია B-ში გამოდის, სადაც გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლიდან თამაშობს და 53 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ვოლფსბერგერის“, „დინამო თბილისის“ და „ჟილინას“ ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრებში 14 მატჩში თავი 1 გოლით გამოიჩინა. ლუკამ ევრო 2024-ზე ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პორტუგალიასთან პენალტიც გამოიმუშვაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116485