კალათბურთი

13:48 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე კალათბურთში ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა

კალათბურთში პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდა, რის შედეგადაც 12-ვე მონაწილე ნაკრები ცნობილია და სამივე ჯგუფი დაკომპლექტდა, რომლებიც ოთხგუნდიანი იქნება.

A ჯგუფი

ავსტრალია, საბერძნეთი, კანადა, ესპანეთი

B ჯგუფი

საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ბრაზილია

C ჯგუფი

სერბეთი, სამხრეთ სუდანი, პუერტო რიკო, აშშ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა, მაგრამ მხოლოდ ფილიპინებთან გამარჯვება ჯგუფიდან გასასვლელად არ ეყო, მანამდე კი, ლატვიასთან წააგო. ჩვენი ბადიდან ოლიმპიადის საგზური საბოლოოდ, ბრაზილიის ნაკრებმა მოიპოვა.

პარიზის ოლიმპიადა 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110584