ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ნაკრებს მეოთხედფინალში მიკელ მერინოს მიერ 119-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.
საინტერესოა, რომ ზუსტად 33 წლის წინ, 1991 წელს, შტუტგარტში გოლი მერინოს მამამ, მიგელ მერინომ გაიტანა და ყველაზე მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ მამა-შვილმა გოლები ერთნაირად იზეიმეს.
1991 წელს, „ოსასუნამ“ უეფას თასზე „შტუტგარტს“ სტუმრად 3:2 აჯობა და მიგელ მერინომ გოლის შემდეგ კუთხურის ალამის დროშის ირგვლივ ირბინა. 33 წლის მერე, იმავე ქალაქში, იგივე გააკეთა მისმა შვილმა მიკელ მერინომ.