ჩოგბურთი

17:41 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “ძალიან ვამაყობ ჩვენი ვარსკვლავ ფეხბურთელებით“

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წარმატებას ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ძალიან ვამაყობ ჩვენი ვარსკვლავ ფეხბურთელებით. არა იმიტომ, რომ რომ ევროპაზე მოიპოვეს საგზური, ან თუნდაც 1/8 ფინალში გავიდნენ და დაამარცხეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, არამედ იმიტომ, რომ მათ ყველას დაანახეს რა არის ბოლომდე ბრძოლა, ერთიანობა, ჩვენი ქრისტიანული რწმენა, როგორებიც ვართ და ვიყავით. ვულოცავ ყველა ქართველს“

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში 446-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა კარიერის პიკში ყოფნის დროს, ის მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11147