ფეხბურთი

0:42 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელი მძიმედ დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს (+VIDEO)

მძიმე შეჯახება მოხდა ევრო 2024-ზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩში, სადაც უნგრელთა შემტევმა, ბარნაბას ვარგამ გონება დაკარგა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

შეხვედრის 68-ე წუთზე ჯარიმის შედეგად მეკარე ანგუს განმა კარი დატოვა და ბურთის მოსაგერიებლად გაემართა რა დროსაც ბარნაბას ვარგას შეეჯახა. როგორც ირკვევა, უნგრელთა შემტევმა გონება დაკარგა. მოედანზე სასწრაფოდ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები შემოვარდნენ და ვარგა საკაცით და ჩამოფარებული ზეწრებით გაიყვანეს. ჯერ-ჯერობით მისი მდგომარეობა უცნობია.

ამ მომენტისთვის შეხვედრაში ანგარიში 0:0-ია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112489