ფეხბურთი

15:44 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" შეიძლება გიორგი ქოჩორაშვილის გაყიდვა მოუწიოს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2027 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა შეიძლება ესპანური კლუბი მაინც დატოვოს.

როგორც ondacero იტყობინება, ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, „ლევანტეს“ ერთ-ერთი მთავარი აქტივია, კლუბს კი, ფინანსური პრობლემები აქვს, რამაც შეიძლება მის ტრანსფერს ხელი შეუწყობს.

ქოჩორაშვილით ინტერესს როგორც სხვა ესპანური, ისე უცხოური კლუბებიც იჩენენ. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

გიორგი ქოჩორაშვილმა გასულ სეზონში „ლევანტეს“ მაისურით სეგუნდა დივიზიონში 24 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.119156