ფეხბურთი

10:27 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა "ლივერპულის" ფანებს მისი შემცვლელის ვინაობა სიმღერით გააგებინა (+VIDEO)

„ენფილდ როუდი“ იურგენ კლოპს დაემშვიდობა. პრემიერლიგის ბოლო ტურში „ლივერპულმა“ „ვულვზი“ 2:0 დაამარცხა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი იყო, მთავარი იურგენის გაცილებაა.

კლოპს დიდი სიყვარული დაანახეს, რაც ბუნებრივია, რადგან მან ინგლისურ გრანდში 9 დაუვიწყარი წელი გაატარა და კლუბის ისტორია დაწერა.

აღსანიშნავია, რომ კლოპმა ფანებს ახალი მწვრთნელის სახელი და გვარი „უღმერა“ - არნე სლოტ, არნე სლოტ - მღეროდა კლოპი „ენფილდის“ პუბლიკის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობა ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, როგორც ჩანს, კლოპმა ყველას დაასწრო და მისი მემკვიდრე ნიდერლანდელი სპეციალისტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპმა "ლივერპულს" ორჯერ მოაგებინა ინგლისის ლიგის თასი, ხოლო თითოჯერ პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა, ერთხელ - ევროპა ლიგის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112462