ფეხბურთი

2:09 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად "ბრესტი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

„ბრესტი“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ფრანგულმა გუნდმა ლიგა 1-ში მესამე ადგილი დაიკავა და ძირითად ბადეში ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გავიდა.

„ბრესტმა“, რომელიც 2013-2019 წლებში ლიგა 2-ში თამაშობდა, ბოლო ტურში სტუმრად „ტულუზი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მისმა კონკურენტმა „ლილმა“ „ნიცას“ ვერ მოუგო (2:2).

ერიკ როის გუნდმა სეზონი 61 ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა და ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან აქამდე ლიგა 1-ში მერვე ადგილზე უკეთესი შედეგი არასდროს ჰქონია. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგას ახალი სახე ჰყავს - ძალიან პატარა კლუბი „ბრესტი“, რომლის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ იზეიმეს და გასახდელში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი იმღერეს.

„ბრესტის“ გარდა, საფრანგეთიდან ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ და „მონაკო“ ითამაშებენ, ხოლო „ლილი“ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ეცდება ძირითად ბადეში მოხვედრას.

0.112491