ფეხბურთი

18:33 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"აპოელში" იმედი აქვთ, რომ გიორგი ქვილითაია ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ნიქოზიის „აპოელში“ ოპტიმისტურად არიან განწყობილი გიორგი ქვილითაიას დარჩენასთან დაკავშირებით.

როგორც კვიპროსული მედია წერს, ნიქოზიელები 30 წლის ქართველ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხელფასით სთავაზობენ და იმედი აქვთ, რომ რომ შეთავაზებას დათანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ ლიმასოლის „არისიდან“ სარფიანი წინადადებაც აქვს.

აღსანიშნავია, რომ „აპოელს“ დღეს ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს. ჩემპიონობის შემდეგ კლუბი რიკარდუ სა პინტუმ დატოვა, ის კი, ესპანელმა დავიდ გალეგომ შეცვალა, რომელიც ბოლო სეზონში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მწვრთნელი იყო.

გიორგი ქვილითაია ნიქოზიის „აპოელში“ 2021 წლიდან თამაშობს და 95 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121593