ფეხბურთი

13:57 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ოსერის“ ყოფილმა მწვრთნელმა მოსკოვის ცსკა უეფას თასის მეოთხედფინალში მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა

ფრანგული „ოსერის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გი რუმ მოსკოვის ცსკა 2004/05 წლების სეზონში უეფას თასის მეოთხედფინალში მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

მოსკოვში გამართული პირველი შეხვედრა არმიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. ოსერში ცსკა ანგარიშით 0:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩს გერმანიის მსაჯთა გუნდი უძღვებოდა ვოლფგანგ შტარკის ხელმძღვანელობით.

„პირველი მატჩისას დავეჭვდი და ადგილობრივ ბიჭს ვთხოვე წასულიყო და მატჩის დროს მსაჯების ჩანთები გაეჩხრიკა. ის დამიბრუნდა ფერმკრთალი სახით და მითხრა: „არის ბრწყინვალე საათი ლალის თვლებით", - ციტირებს Le Figaro 85 წლის გი რუს.

მან დაამატა, რომ არ სურდა ყოფილიყო სკანდალის წამქეზებელი, ამიტომ მისი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ გაუჟღერებია. რუმ აღიარა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს.

„არასწორად მოვიქეცი. არაფერი მითქვამს მაშინ. უფრო დიდი სულელი გამოვდექი, საათი რომ არ მოვიპარე“, - დასძინა ყოფილმა მწვრთნელმა.

ცსკა უეფას თასის ფინალში 2004/05 წლების სეზონში გავიდა და „სპორტინგი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

0.118577