გერმანელი მცველის მატს ჰუმელსის ყოფილი ცოლი ქეთი ფიშერი დაღალა წუთისოფლის ამაოებამ და გასართობად კულინარიული წიგნი დაწერა. თუმცა კულინარია ხომ მრავალგვარია?! ჰუმელსის ნაცოლარმა აქცენტი საბავშვო კულინარიაზე გააკეთა იმის იმედად, რომ ჭამა-ყლაპვის მოყვარული მშობლები მათი შვილების გამოსაკვებად სწორედ ქეითის წიგნით იხელმძღვანელებდნენ.
თუმცა, დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელის ყოფილმა მეუღლემ ვერც მწერლობისას მოიშალა ტინგიცი და წიგნის სარეკლამოდ ისეთი ფოტო დადო, სადაც მოშიშვლებულ მკერდს სწორედ ახლადგამოცემული წიგნი უფარავდა.
ამ ამბავს ცხადია გერმანელი პურიტანი მშობლების პროტესტი მოჰყვა და ფიშერაანთ ქეთუაც იძულებული გახდა ძველი ფოტო სხვა ფოტოთი ჩაენაცვლებინა. მაგრამ მან განა იცის რომ ნაწერები, ფოტოები და აზღუდები არ იწვიან!...