ფეხბურთი

2:05 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

+3 მონაწილე გაირკვა: იტალია ევროპის ჩემპიონატზეა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს კიდევ სამი მონაწილე შეემატა - იტალია, სლოვენია და ჩეხეთი. მორიგ სათამაშო დღეს სამ ჯგუფში სამი ფინალი იყო, რომელშიც წარმატებას ფავორიტებმა მიაღწიეს.

C ჯგუფი

იტალიის ნაკრები უშუალო კონკურენტ უკრაინას ლევერკუზენში ესტუმრა და ქულა მიზნის მისაღწევად ჰყოფნიდა. იტალიელებმა მოახერხეს სასურველი შედეგის დაფიქსირება. უნდა ითქვას, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი უფრო ახლოს იყო მოგებასთან, ვიდრე მეტოქე, თუმცა, ბოლო წუთებზე იტალიელებს ნერვიულობა მაინც მოუწიათ. საბოლოოდ, ნულოვანი ფრე და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. უშანსოდ არც უკრაინაა, რომელმაც პლეი-ოფში გადაინაცვლა.

ჩრდ. მაკედონია - ინგლისი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბარდი (41), 1:1 ატანასოვი (59, ა.გ)

უკრაინა - იტალია 0:0 (0:0)

1. ინგლისი 8 6 2 0 22 4 18 20
2. იტალია 8 4 2 2 16 9 7 14
3. უკრაინა 8 4 2 2 11 8 3 14
4. ჩრდ. მაკედონია 8 2 2 4 10 20 -10 8
5. მალტა 8 0 0 8 2 20 -18 0

E ჯგუფი

მოლდოვის ნაკრებს ისტორიული შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო. ამისთვის სტუმრად ჩეხეთთან მოგება სჭირდებოდა, მაგრამ კლასმა თავისი ქნა: ჩეხეთის ნაკრებმა მოლდოვას 3:0 აჯობა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ალბანეთი - ფარერები 0:0 (0:0)

ჩეხეთი - მოლდოვა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დუდერა (14), 2:0 ჩორი (72), 3:0 სოუჩეკი (90)

1. ალბანეთი 8 4 3 1 12 4 8 15
2. ჩეხეთი 8 4 3 1 12 6 6 15
3. პოლონეთი 8 3 2 3 10 10 0 11
4. მოლდოვა 8 2 4 2 7 10 -3 10
5. ფარერები 8 0 2 6 2 13 -11 2

H ჯგუფი

კიდევ ერთი ფინალი ამ ჯგუფში იყო, სადაც ყაზახეთის ნაკრებს სტუმრად 3 ქულა სჭირდებოდა სლოვენიაში. ყაზახეთი თუ მოიგებდა, საქართველოს პლეი-ოფის ნახევარფინალში აზერბაიჯანთან თამაში მოუწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყაზახებმა იბრძოლეს, მაგრამ სლოვენიამ 2:1 მოიგო და ევრო 2024-ზე გავიდა.

ამრიგად, საქართველოს ლუქსემბურგთან თამაში მოუწევს, ხოლო მეორე ნახევარფინალი საბერძნეთი - ყაზახეთი იქნება.

ჩრდ. ირლანდია - დანია 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პრაისი (60), 2:0 ჩარლი (81)

სლოვენია - ყაზახეთი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 შეშკო (41), 1:1 ორაზოვი (48), 2:1 ვერბიჩი (86)

1. დანია 10 7 1 2 19 10 9 22
2. სლოვენია 10 7 1 2 20 9 11 22
3. ფინეთი 10 6 0 4 18 10 8 18
4. ყაზახეთი 10 6 0 4 16 12 4 18
5. ჩრდ. ირლანდია 10 3 0 7 9 13 -4 9
6. სან მარინო 10 0 0 10 3 31 -28 0

ევრო 2024-ის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ გერმანიას, პორტუგალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ბელგიას, ინგლისს, დანიას, თურქეთს, უნგრეთს, ავსტრიას, ალბანეთს, რუმინეთს, შვეიცარიას, შოტლანდიას, სლოვაკეთს, ნიდერლანდებს, სერბეთს, სლოვენიას, ჩეხეთსა და იტალიას.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს, ჰამბურგში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წილისყრა ჩატარდება პლეი-ოფის მატჩებამდე, შესაბამისად, პლეი-ოფის მონაწილეები ჯგუფებში წინასწარ განაწილდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120032