ფეხბურთი

1:40 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე გაირკვა

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა და უკვე ცნობილია 24-დან 20 მონაწილე ნაკრები, ხოლო დანარჩენი სამი მარტში, პლეი-ოფის მეშვეობით გაირკვევა, ერთიც ხვალ - შესარჩევი ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს.

შედეგად, საბოლოოდ, გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეც. ვილი სანიოლის გუნდი ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო თუ გაიმარჯვებს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

A და B ლიგაში პლეი-ოფის ყველა მონაწილე 21 ნოემბერს, შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

C ლიგის პლეი-ოფი

საქართველო - ლუქსემბურგი (21 მარტი)

საბერძნეთი - ყაზახეთი (21 მარტი)

ფინალი (26 მარტი)

ფინალის მასპინძელი 23 ნოემბერს, წილისყრის შედეგად გაირკვევა. ცნობილია სხვა ლიგის პლეი-ოფის წყვილებიც:

A ლიგა

? - ? (21 მარტი)

? - ? (21 მარტი)

ფინალი (26 მარტი)

B ლიგა

ისრაელი - ? (21 მარტი)

ბოსნია - ? (21 მარტი)

ფინალი (26 მარტი)

ევრო 2024-ის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ გერმანიას, პორტუგალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ბელგიას, ინგლისს, დანიას, თურქეთს, უნგრეთს, ავსტრიას, ალბანეთს, რუმინეთს, შვეიცარიას, შოტლანდიას, სლოვაკეთს, ნიდერლანდებს, სერბეთს, სლოვენიას, ჩეხეთსა და იტალიას.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრია 2 დეკემბერს, ჰამბურგში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წილისყრა ჩატარდება პლეი-ოფის მატჩებამდე, შესაბამისად, პლეი-ოფის მონაწილეები ჯგუფებში წინასწარ განაწილდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119014