ფეხბურთი

0:30 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკტომინეი: "ბავშვებივით ტირილი ფეხბურთი არ არის, ქართველი ფეხბურთელების ქცევა სირცხვილია"

შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა სკოტ მაკტომინეიმ ქართველი ფეხბურთელები გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ისინი სამარცხვინოდ იქცეოდნენ.

„სირცხვილია, როგორც ქართველი ფეხბურთელები იქცეოდნენ, ისინი მსაჯის პროვოცირებას ცდილობდნენ, ზოგჯერ ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ამ პროვოკაციებზე, მაგრამ ძნელია თავის შეკავება.

იმედგაცრუებული ვართ შედეგით, მოგება გვინდოდა, მაგრამ ორჯერ დავბრუნდით თამაშში, რაც კარგია. ასეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ კი, რომლებიც სიმულირებენ, რაღაც ზომების მიღებაა საჭირო, არ შეიძლება მოედანზე კოტრიალი და ბავშვებივით ტირილი, ეს ფეხბურთი არ არის. ჩვენ უბრალოდ თამაშის გაგრძელება გვინდოდა, მაშინ, როცა მეტოქე მსაჯის პროვოცირებას ცდილობდა“, - თქვა მაკტომინეიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ, ქულას დასჯერდა (2:2). ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს.

0.117966