ძიუდო

20:42 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფინალში გავიდა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა.

100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ გერმანელი ლუის მაი, ავსტრიელი აარონ ფარა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკთან ვაზარით მოიგო და ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იყო. სამწუხაროდ, ოქროს მედალი მეტოქეს დარჩა, რომელმაც 2 წუთსა და 36 წამში იპონით გაიმარჯვა.

სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე (დიდებში) კარიერაში პირველი მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე სამი ფინალი წააგო, შესაბამისად, სამი ვერცხლი აქვს, რომლებიც ილია სულამანიძის, ლაშა ბექაურის და ტატო გრიგალაშვილის აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102902