ფეხბურთი

2:32 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" განცხადება: "გვესმის, რომ მესის ნაკლები ზეწოლით თამაში სურს"

„ბარსელონა“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამიში“ ტრანსფერს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ესპანური კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ესმის, რატომ აირჩია მესიმ ამერიკული კლუბი.

„კვირას, 5 ივნისს, ხორხე მესიმ, ფეხბურთელის მამამ და წარმომადგენელმა, კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას აცნობა ფეხბურთელის გადაწყვეტილების შესახებ, რომ კონტრაქტი გაეფორმებინა „ინტერ მაიამისთან“, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ ჰქონდა მისი დამატების სურვილი და ლიონელ მესისაც სურდა „ბლაუგრანას“ მაისურში დაბრუნება.

პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პატივს სცემს მესის გადაწყვეტილებას, რომ ითამაშოს ნაკლები მოთხოვნების ჩემპიონატში, ყურადღების მიღმა და თავისუფალი იყოს ზეწოლისგან, რომელიც მან ბოლო წლებში განიცადა. ხორხე მესი და ჟოან ლაპორტა შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ, რათა ფანები სათანადოდ დაემშვიდობონ ფეხბურთელს, რომელიც „ბარსელონას“ ყოველთვის უყვარდა და ეყვარება“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამიში“ ტრანსფერი ლიონელ მესიმ პირადად დაადასტურა. ამ ინფორმაციას მხოლოდ ამერიკული კლუბისგან ოფიციალური განცხადება აკლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111609